07:14 - 23 May, 2019
2019-05-03 15:27:03, 459 ნახვა
ნუკრი ქანთარია - ბავშვმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე იყოს

"განათლების შესახებ კანონში" ცვლილების შეტანის ერთ-ერთი ინიციატორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, სიტყვა "ლიბერალურმა" პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა.

მისივე განმარტებით, კანონიდან ხსენებული სიტყვის ამოღება ამიტომ იყო სასურველი. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს ტერმინი არც ბავშვთა კონვენციაში და არც ბავშვთა შესახებ კანონში არ გამოიყენება. 

"ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი, ამიტომ ამის თაობაზე არანაირი ხინჯი არ მაქვს. უბრალოდ, ჩვენ მიგვაჩნდა, რომ შესავალში ყველაფერი ის იყო, რაც ბავშვის სულისკვეთებას, მისი ღირებულებების გაცნობიერებას ეხება, რამაც მას ფართო გზაზე გასვლის საშუალება უნდა მისცეს და  რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე უნდა იყოს, თვითონ გადაწყვიტოს. ამდენად, ვფიქრობდით იმაზე, რომ ტერმინი, რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირი გაგებით  თავისუფლებას, თანასწორობას ნიშნავს და მან კაცობრიობას ძალიან დიდი პროგრესი და სიკეთე მოუტანა. ამის მტერი არავინ არაა, უბრალოდ ის პოლიტიკური მიმდინარეობაა , ამიტომ ჩავთვალეთ, რომ რადგან არც ბავშვთა კონვენციაში და ბავშვთა კოდექსში არ წერია ეს ტერმინი, ვფიქრობდით, რომ აქაც შეიძლებოდა არ ყოფილიყო, ეს არის და ეს. მაგრამ ხელოვნურად მათ ეს გადაიტანეს ძალიან რადიკალურ სივრცეში, კურსი აქეთ თუ კურსი იქით", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მისი თქმით, თანამოაზრეებთან ერთად, ამ კანონს პარლამენტში განსახილველად ხელახლა შეიტანენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics