07:09 - 23 May, 2019
2019-05-03 12:59:57, 415 ნახვა
სალომე სამადაშვილი: გვაქვს მთელი რიგი შეკითხვები, რომელიც ქვეყანაში რუსეთის ზეგავლენის გაზრდას უკავშირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან რუსეთის ზეგავლენის გაზრდის შემცირებისთვის გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი სუს-ისთვის პრიორიტეტული არ არის.

"გვაქვს მთელი რიგი შეკითხვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ზეგავლენის გაზრდას უკავშირდება, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ამაზე სათანადო ახსნა სუსი-სგან ვერ მოვისმინეთ. როგორც ჩანს, არ არის მათი პრიორიტეტების რიცხვში, რომ რეალურად ის ღონისძიებები განახორციელონ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ზეგავლენის გაზრდას უპირისპირდება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატმა დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და სიტუციის შესასწავლად საპარლამენტო კომიისიის შექმნის სურვილი გამოთქვა.

"ხელისუფლებამ დღემდე არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ამ ძალიან სენსიტიური პრობლემისთვის რაიმე სახის გადაწყვეტილება მიღებულიყო. თუ პარლამენტში შესაბამისი კომისია შეიქმნება, რომელიც ვითარებას შეისწავლის, ამას მივესალმები, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხილვები ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით მიმდინარეობდეს. ეს, ვფიქრობ, იმ შეშფოთებას გაანეიტრალებს, რომელიც ამ საკითხზე ჩვენს ქვეყანაში არსებობს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics