17:25 - 27 May, 2019
2019-05-02 20:27:00, 522 ნახვა
გახარია: იმედი მაქვს, შემდეგ შეხვედრაზე შემეძლება, რეალურ პრობლემებზე ვისაუბრო

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია უწყების საქმინობით არ ინტერესდება და მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. 

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა დროს პარლამენტში რეალურ პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობა ექნება. 

„რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა ეს გამოწვევები იზრდება. დღეს სამწუხაროდ ჩვენ მოვედით და ვთქვით, რომ მზად ვართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებაზე ვისაუბროთ, ამაზე არავის არანაირი რეაქცია არ ჰქონია. მაშინ როდესაც ვამბობთ, რომ ის რაც გავაკეთეთ სტატისტიკის ნაწილში, იყო პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ანალიზზე დაფუძნებული მეორე ნაბიჯი გადაგვედგა სისხლის სამართლის ცვლილების ნაწილში და ოპოზიციას ვუთხარით, მოდით ხალხო ერთად ვიმსჯელოთ და ამაზე საუბარი არ ყოფილა, ეს ნიშნავს, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი მოსახლეობის ხვალინდელი დღის უსაფრთხოებაზე და ვამბობთ ამ ტრიბუნიდან, რომ ჩვენ ვხედავთ აუცილებლობას, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა რაღაც ნაწილში გამკაცრდეს, ამაზე რეაქცია არ არის. შესაბამისად, სამწუხაროდ, მე არა როგორც მინისტრი, როგორც რიგითი მოქალაქე ამ ქვეყნის, რომელმაც სხვათაშორის ამ პარლამენტს ხმა მისცა, ისევე როგორც ამ პარლამენტის სამი დღით არჩეული წევრი ვიყავი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ იმ ფაქტს, რომ ყველაზე დიდი რისკი და შეცდომა არის ის, რომ ჩვენ არ დავუშვათ საპარლამენტო ზედამხედველლობის დისკრედიტაცია. ეს არის უდიდესი რისკი, იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად თქვა და გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა უნდა განვითარდეს, როგორც საპარლამენტო დემოკრატია, რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ის ხარისხი, რომელსაც აქ ვხედავთ, უბრალოდ შინაარსს უკარგავს საერთოდ იმას, რომ პარლამენტში შესაძლებელია პოზიტიურ დღის წესრიგზე მუშაობა. მე ეს დღეს აშკარად დავინახე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მესმის, პოლიტიკური დღის წესრიგი არის პოლიტიკური დღის წესრიგი, ისიც კარგად მესმის რომ მაისში არჩევნებია, ისიც რომ 2020 წლის არჩევნები სულ ახლოს არის, მინდა ოფიციალურად განვაცხაო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ყველასი, მათ შორის ამ ადამიანებისაც, რომლებმაც „მიჩმორებულები“ დაუძახეს დღეს აქ პოლიციას და დამიდასტურეს რომ ეს ხალხი ჩვენ გვყავსო და ბატონო სერგი, თქვენ იქნებით ვალდებული, ეს ხალხი მომიყვანოთ და მანახოთ. რომელმა პოლიციელებმა განგიცხადეს თქვენ, რომ ისინი მიჩმორებულებად გრძნობენ თავს? ეს პოლიცია არის ყველასი და ყველას საერთო მიზანია, მიუხედავად იმისა, ამ ბატონებს რა სურთ, გახლავთ ის, რომ პოლიცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური და ეფექტური. იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე, შემეძლება, რეალურ პრობლემებზე ვისაუბრო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics