სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
23:53 - 24 May, 2019
2019-05-02 01:43:40, 624 ნახვა
ბითაძეს საკმარისად არ აფასებენ

ერთ-ერთმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ Sports Illustrated, წლევანდელ დრაფტს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც მრავალი ასპექტია განხილული, მათ შორის, საუბარია პერსპექტიულ ევროპელ ტალანტებზეც.  გამოცემის თქმით, წელს სულ ასეთი ორი კალათბურთელია: სეკუ დუმბუია და გოგა ბითაძე.

 

ბითაძეს ევროლიგაში ძალიან შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა, თუმცა იგი საკმარისად დაფასებული არ არის. 19 წლის ცენტრი ადრიატიკის ლიგაში დომინირებდა. მას აუცილებლად პირველ რაუნდში აირჩევენ. განსაკუთრებით ის გუნდები იაქტიურებენ, რომლებიც აქცენტს არაამერიკელ კალათბურთელებზე აკეთებენ.

 

2.12 მეტრი სიმაღლის ბითაძის ათლეტურობას სათანადოდ არ აფასებენ. იგი მოედნიდან 62%-იანი სიზუსტით უტევს, ევროლიგის 13 მატჩში კი საშუალოდ 12.0 ქულას, 6.3 მოხსნასა და 2.3 დაფარებას აგროვებდა.

 

სხვადასხვა გამოცემა ქართველ ცენტრს დრაფტზე 14-22 პიკებს შორის არჩევას უწინასწარმეტყველებს. ყველაზე ხშირად მის სახელს ოკლაჰომას, ბოსტონსა და სან ანტონიოს უკავშირებენ.




ავტორი: გიორგი ბერაია, სპორტის მიმიმხილველი


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics