11:54 - 27 May, 2019
2019-05-01 15:13:04, 581 ნახვა
ჯულიან ასანჟს გირაოს პირობების დარღვევისთვის პატიმრობა მიესაჯა

Wikileaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟის გირაოს პირობების დარღვევის გამო ბრიტანეთში 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალებბის ინფორმაციით, მოსამართლემ პროცესის მიმდინარეობს დროს განაცხადა, რომ გირაოს პირობების დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია.

"არავინ უნდა იყოს კანონის მაღლა. თქვენ არ ჩაბარდით პოლიციას და ეკვადორის საელჩო იძულებული გახდა, სამართალდამცველებისთვის შესაბამისი ნებართვა მიეცა", - განაცხადა მოსამართლე დებორა ტეილორმა. 

თავის მხრივ ასანჟმა აღნიშნა, რომ ის ჩადენილ დანაშაულს ნანობს და მიიჩნევს, რომ საელჩოში მიმალვა ერთადერთ გამოსავლად მიაჩნდა. 

მედიის ცნობით, ასანჟის ამერიკა ეკსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლონდონი მიიღებს პირობას, რომ Wikileaks-ის დამფუძნებელს სიკვდილით არ დასჯიან. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის დროს შენობასთან ასანჟის მხარდამჭერებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. 

ცნობისთვის, ჯულიან ასანჟი 11 აპრილს ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში დააკავეს

შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან, ჯულიან ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. შესაბამისი გადაწყვეტილება ასანჟმა იმის გამო მიიღო, რომ მისი ექსტრადირება არ მომხდარიყო. ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება 2010 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა WikiLeaks-ის მასალებში საიდუმლო მონაცემების გასაჯაროებაზე საკუთარი გამოძიება დაიწყო. WikiLeaks-ის დამფიძნებელი ჯულიან ასანჟი ცნობილი გახდა გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, რომელიც ავღანეთასა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს შეეხებოდა.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics