17:28 - 27 May, 2019
2019-04-30 18:54:49, 606 ნახვა
პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელს სამხედრო წოდებები მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელს გენერალ-ლეიტენანტის, გენერალ-მაიორისა და გენერლის წოდებები მიანიჭა.

პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას მიენიჭა ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება;

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს - გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალს ზაზა ჩხაიძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალს შალვა ჯაბახიძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თავდაცვის პოლკოვნიკს აბესალომ მანჯავიძეს თავდაცვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური  წოდება;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics