11:22 - 27 May, 2019
2019-04-30 11:17:06, 582 ნახვა
5 წლის შემდეგ, ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ვიდეო პირველად გავრცელდა

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ახალი ვიდეო გავრცელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ის საკუთარ გვერდზე ორგანიზაცია SITE Intelligence Group-მა გაავრცელა, რომელიც ინტერნეტში ჯიჰადისტების პუბლიკაციების მონიტორინგს ახორციელებს.

ვიდეო Al-Furqan Media-მ გაავრცელა. აღნიშნული მედია საშუალებია დაჯგუფებასთან არის დაახლოებული. 

18-წუთიან ვიდეოში, ალ ბაღდადი ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიც არის ტერაქტები შრი-ლანკასა და საუდის არაბეთში. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ესაუბრება ალ ბაღდადი ადამიანებს და მათთან მსჯელობს „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ ომისა და სირიის ქალაქ ბაღუზში საბრძოლო მოქმედებების შესახებ. ISIS-მ ბაღუზზე კონტროლი მიმდინარე წლის მარტში დაკარგა. 

უცნობია ვიდეოს გადაღების თარიღი, თუმცა სავარაუდოდ ის აპრილში გადაიღეს. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics