17:42 - 27 May, 2019
2019-04-29 10:57:16, 534 ნახვა
თავდაცვის მინისტრმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე იმყოფებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. 

ლევან იზორიამ მუხათგვერდიდან ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები არიან დაკრძალულები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდსა და ვაშლიჯვარში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics