12:03 - 27 May, 2019
2019-04-27 14:08:41, 826 ნახვა
რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შესაძლოა, უკრაინის ყველა მოქალაქეს შეეხოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შესაძლოა, უკრაინის ყველა მოქალაქეს შეეხოს, - ამის შესახენ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

„ჩვენ არა მხოლოდ დონბასში მცხოვრებ მოსახლეობას ვაძლევთ გამარტივებული წესით ჩვენი მოქალაქეობის მიღების საშუალებას, არამედ ვფიქრობთ, რომ ასეთი წესით რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის ყველა მოქალაქეს მივცეთ“, - განაცხადა პუტინმა. 

ცნობისთვის, 24 აპრილს რუსეთმა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების აღების პროცედურები გაამარტივა. შესაბამის ბრძანებას ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. აღნიშნული ბრძანების შემდეგ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლების მხრიდან რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადს 3 თვის ვადაში განიხილავენ. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics