12:02 - 27 May, 2019
2019-04-27 13:02:16, 848 ნახვა
ნიუ-იორკის კათოლიკურმა ეკლესიამ პედოფილიაში ბრალდებული 120 სასულიერო პირის სია გამოაქვეყნა

ნიუ-იორკის კათოლიკურმა ეკლესიამ პედოფილიაში ბრალდებული 120 სასულიერო პირის სია გამოაქვეყნა, - შესაბამისი სია ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

საუბარია იმ 120 სასულიერო პირზე, რომლებიც არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში ან არასრულწლოვანთა პორნოს ფლობაში არიან ბრალდებულები.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულთა უმეტესობა მღვდლების მიერ 1950-1960-იან წლებშია ჩადენილი. სიაში მოხვედრილი სასულიერო პირების ნაწილი გარდაცვლილია ან სასულიერო საქმიანობას არის ჩამოშორებული.

სიაში ხსენებული სასულიერო პირების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების საფუძვლიანობა ეკლესიის მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა საზედამხედველო კომისიამ აღიარა. გარდა ამისა ეკლესია წერს, რომ ოფიციალურად საგამოძიებო ორგანოების მიერ სიაში შეყვანილი სასულიერო პირების მიერ ბრალი დამტკიცებული არ არის. 

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics