11:55 - 27 May, 2019
2019-04-26 12:47:26, 830 ნახვა
ერდოღანი: 1915 წელს თურქეთიდან სომხების მასობრივი დეპორტაცია გამართლებულია

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, 1915 წელს თურქეთიდან სომხების მასობრივი დეპორტაცია გამართლებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას Al Masdar News ავრცელებს.

ამასთან, ერდოღანის თქმით, მსურველებს თურქული არქივების გაცნობა შეუძლიათ, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ ის სიმართლეს ამბობს.

„სომხური დაჯგუფებების გადასახლება, რომლებიც აღმოსავლეთ ანატოლიაში კლავდნენ მუსლიმებს, მათ შორის ქალებს და ბავშვებს, იყო ყველაზე გონივრული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც შეიძლებოდა", - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, საუბარია პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივ მკვლელობაზე, რომელმაც შემდგომში მსოფლიოს 29 ქვეყანაში "სომხების გენოციდის" სახელით გახდა ცნობილი. მასობრივი დეპორტაციისა და შემდგომი მკვლელობის დროს 1.5 მილიონამდე სომეხი მოკლეს.

ოფიციალური ანკარა თავის მხრივ "გენოციდის" ფაქტს უარჰყოფს და აცხადებს, რომ  სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო. თურქეთის მტკიცებით მსხვერპლი სამოქალაქო არეულობას მოჰყვა.  "სომეხთა გენოციდი" ოფიციალურად აღიარეს და გაასამართლეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ (2 კანონი,5 რეზოლუცია), ვენესუელამ, კანადამ (1996,2002,2004), ვატიკანმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში "სომხების გენოციდის" ისტორიული ფაქტის უარყოფისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. (ჯარიმის სახით −45 ათასი ევრო და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). აშშ-ის 50 შტატიდან 49 შტატმა ოფიციალურად აღიარა და გაასამართლა "სომხების გენოციდი". ასევე, 24 აპრილი სომეხი ხალხის "გენოციდის" მსხვერპლთა ხსენების დღედ დააწესეს.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics