სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
23:18 - 24 May, 2019
2019-04-25 12:21:31, 755 ნახვა
​პეტრო პოროშენკო - ვლადიმერ პუტინი დონბასის ანექსიისთვის ემზადება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის სცენარით პასპორტების არაკანონიერი გაცემა არის რუსეთის მცდელობა, დონბასის ოკუპირებულ ნაწილზე სამხედრო ყოფნა გაამართლოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. 

იფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს. 

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონბასის ანექსიისთვის ემზადება.

„ეს არის პუტინის მცდელობა გაამართლოს და დააკანონოს რუსეთის სამხედროების ყოფნა დონბასის ოკუპირებულ ნაწილში“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ცნობისთვის, ამ განცხადებით პეტრო პოროშენკ იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ რუსეთი თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების აღების პროცედურებს ამარტივებს. შესაბამის ბრძანებას ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნული ბრძანების შემდეგ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლების მხრიდან რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადს 3 თვის ვადაში განიხილავენ.

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics