სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
00:13 - 25 May, 2019
2019-04-23 11:07:33, 948 ნახვა
თავდაცვის ძალების ყველა ბრიგადა ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა სენაკში, II ქვეით ბრიგადაში დაათვალიერა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახლადგარემონტებული სპორტული კომპლექსი მოინახულა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით. მას ერთდროულად 50 სამხედრო მოსამსახურის მიღება შეუძლია.

ლევან იზორიამ ბაზაზე არსებული კალათბურთის დარბაზი და საცურაო აუზიც დაათვალიერა, სადაც თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილები უფასოდ ვარჯიშობენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედრო ბაზებზე არსებულ სპორტულ დარბაზებში თავდაცვის უწყების თანამშრომლების ბავშვებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში წრეები ფუნქციონირებს, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მიიღონ სპორტული გამოცდილება და გაიუმჯობესონ ფიზიკური კონდიციები.

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, 2019 წელს თანამედროვე სპორტული დარბაზები უკვე გაიხსნა ქუთაისის III ქვეითი და ხონის VI საარტილერიო ბრიგადების, ასევე გორში I ქვეითი ბრიგადის და ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზებზე. სპორტული კომპლექსები ასევე, გაიხსნა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და სპეციალური ოპერაციების ძალებში. სპორტული კომპლექსები აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ინვენტარით.

სამხედრო მოსამსახურეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვედანაყოფებში სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics