07:11 - 23 May, 2019
2019-04-23 10:47:25, 763 ნახვა
თავდაცვის მინისტრი ლოჯისტიკური სწავლებას - „დასავლეთის აღალი 2019“-ს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქუთაისის მახლობლად, სოფელ გოდოგანის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოჯისტიკური სწავლების „დასავლეთის აღალი 2019“-ის აღსრულების ფაზას დაესწრო და სწავლების მიმდინარეობას პირადად დააკვირდა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სწავლების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი დასავლეთ სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა ჩაუტარა, სადაც სწავლების მნიშვნელობაზე ამოცანასა და მიზანზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში ლევან იზორიამ სწავლების ორი ლოკაცია მოინახულა და სიტუაციურ სწავლებასაც დაესწრო.

სწავლება „დასავლეთის აღალი 2019“-ის მიზანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ლოჯისტიკური ელემენტების კოორდინირებული ქმედების დახვეწა და საბრძოლო დონის ამაღლებაა.

ლოჯისტიკას თავდაცვის ძალების სრულფასოვნად ფუნქციონირებაში მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს დიდი როლი ენიჭება. სწორედ ლოჯისტიკოსების პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობაზეა არსებული მატერიალურ-ტექნიკური მარაგების ეფექტიანად მართვა.

სამხედრო წვრთნებს ასევე დაესწრნენ თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი.

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics