11:21 - 27 May, 2019
2019-04-22 22:24:14, 961 ნახვა
ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარება გაუარესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა ავრცელებს.

როგორც მუსტაფაევა აღნიშნავს, სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმები მის მეუღლესთან ჯერ არ შესულან.

"აფგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პრობლემა შეექმნა მხედველობასთან, თვალები სტკივა, ასევე აქვს მეორე ტიპის დიაბეტი, მაღალი წნევა. ციხის ექიმებს გამოკვლევები ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ",-აცხადებს ჟურნალისტის მეუღლე.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლო და კონტრაბანდის გადატანა ედება ბრალად. ჟურნალისტი საქართველოში ცხოვროვდა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელზეც კრიტიკულ სტატიებს წერდა თავს თბილისში ოჯახთან ერთად აფარებდა.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics