17:55 - 23 May, 2019
2019-04-21 21:17:23, 945 ნახვა
ეგზიტპოლი - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 73,2% ვლადიმერ ზელენსკი იმარჯვებს

ეროვნული ეგზიტპოლების მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 73,2% ვლადიმერ ზელენსკი იმარჯვებს. მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს 25,3% დაუჭირა მხარი.

"ნაციონალური ეგზიტპოლი 2019" -ის მონაცემებით, ეს შედეგი რის 18:00 საათის მონაცემები. შემდეგი მონაცემები 22:00 საათზე გამოქვეყნდება. 

"ჩვენ ეს ერთად შევძელით" - თქვა ვლადიმერ ზელენსკიმ ეგზიტპოლის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.

რეგისტრირებულია 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი. არჩევნებს მონიტორინგს უწევს 22 ქვეყნისა და 19 საერთაშორისო ორგანიზაციის სამი ათასი დამკვირვებელი.

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა, რის შედეგადაც, ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24 პროცენტი მიიღო, პეტრო პოროშენკომ კი, 15,94 პროცენტი. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics