12:10 - 27 May, 2019
2019-04-18 16:04:18, 1201 ნახვა
ბანგლადეშში, 19 წლის გოგოს ცოცხლად დაწვის გამო, მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა

ბანგლადეშში, 19 წლის გოგონას დაწვის ფაქტმა, ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ათასობით ადამიანი სოციალურ ქსელებში უკმაყოფილებას გამოთქვამდა. გარდა ამისა, ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი ქალთა წინააღმდეგ აგრესიას და სექსუალურ ზალადობას აპროტესტებნენ. 

ბანგლადეშში, 19 წლის გოგო, რომელმაც სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ განაცხადა, ცოცხლად დაწვეს. ნუსრათ ჯაჰან რაფი ქალაქ ფენიში ცხოვრობდა. 27 მარტს სკოლის დირექტორმა ის თავის კაბინეტში დაიბარა და მასზე სექსუალურად იძალადა. სანამ დირექტორმა მისი გაუპატიურება მოასწრო, გოგონამ კაბინეტიდან გაქცევა შეძლო. 

მედიის ცნობით, ბანგლადეშში გოგოების უმეტესობა სექსუალური ძალადობის შესახებ საჯაროდ არ საუბრობს, რადგან მათ ოჯახის და ახლობლების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკის ეშინიათ. მათგან განსხვავებით ნუსრათ რაფიმ მშობლებთან ერთად შესაბამისი განცხადება პოლიციაში შეიტანეს. განყოფილებაში მისვლის შემდეგ, როდესაც გოგონამ ძალადობის შესახებ განაცხადა, პოლიციელმა მას მობილურით ვიდეოს გადაღება დაუწყო, რომელიც შემდგომში ადგილობრივ მედიაში გავრცელდა. ვიდეოში პოლიციელი ამბობს, რომ "განსაკუთრებული არაფერი მომხდარა", ხოლო მსხვერპლი სახეზე ხელეფს იფარებს. 

BBC წერს, რომ მოგვიანებით სკოლის დირექტორი დააკავეს, თუმცა ქალაქში საპროტესტო აქციები მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო. აქციის ორგანიზატორი 2 სტუდენტი ბიჭი იყო, თუმცა მათ მხარს რამდენიმე პოლიტიკოსიც უჭერდა. ისინი მომხდარში ნუსრათს ადანაშაულებდნენ.

6 აპრილს გოგონა სკოლაში გამოცდის ჩასაბარებლად მივიდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ტანასკოლელმა ის სკოლის შენობის სახურავზე აიყვანა. სახურავზე მას კიდევ 5 თანასკოლელი ელოდებოდა, ისინი გოგონას საჩივრის უკან წაღებას აიძულებდნენ. როდესაც ნუსრათმა უარი განაცხადა, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

მთავარი პროკურორის ბანაჯ ქუმარ მაჯუმდერის ინფორმაციი, მკვლელებს თვითმკვლელობის ინსცენირება სურდათ, თუმცა მას შემდეგ რაც მათ თავდასხმის ადგილი დატოვეს, ნუსრათმა უცხო პირისთვის დეტალების მოყალა მოასწრო. 

გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა. როდესაც ის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მან ვიდეო მიმართვის გავრცელება შეძლო, სადაც ამბობდა, რომ "დირექტორმა მასზე სექსუალურად იძალადა, და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებს". 

ის 10 აპრილს გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა 15 ადამიანი დააკავეს, 7 მათგანი უშუალოდ მკვლელობაში მონაწილეობისთვის. აღსანიშნავია, რომ სახურავზე მკვლელობის იმყოფებოდა ის 2 სტუდენტი ბიჭიც, რომელიც დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავდნენ. 

19 წლის გოგონას სადისტურმა მკვლელობამ მოსახლეობაში დიდი პროტესტი გამოიწვია. ათასობით ადამიანი სოციალურ ქსელების და აქციების საშუალებით საკუთარ უკმაყოფილებას გამოთხვამდა. აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება, ხოლო პოლიციელი, რომელმაც გოგონა განცხადება ტელეფონით გადაიღო, თანამდებობიდან გადააყენეს. 

ცნობისთვის, სტატისტიკის თანახმად, რომელსაც ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნდა, 2018 წელს ბანგლადეშში ქალთა გაუპატიურების 940 შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics