11:19 - 27 May, 2019
2019-04-18 13:10:36, 1190 ნახვა
ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ექსტრადირება ესპანეთში მოხდება

ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ექსტრადირება ესპანეთში მოხდება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ტარიელ ონიანმა რუსეთის ციხე 9 აპრილს დატოვა, თუმცა სამართალდამცველებმა ის იმავე დღეს დააგავეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ესპანეთში მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. 

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მოხდება ონიანის ესპანური მხარის გადაცემა. 

ცნობისთვის, ესპანეთმა ტარიელლ ონიანზე ძებნა 2006 წლის მაისში გამოაცხადა. საქმე უკანონოდ მოპოვებულ თანხებს ეხება. მაშინ ესპანელმა სამარტალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში 28 ადამიანი დააკავეს, თუმცა ონიანმა ციხეს თავი აარიდა. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო საქმე რომელზეც ონიანი სასჯელს იხდიდა, ქართველი ბიზნესმენის გატაცებას ეხებოდა. გამოძიების თანახმად, 2009 წელს მოსკოვში ონიანმა თანამზრახველებთან ერთად ქართველი ბიზნესმენი ჯონი მინაძე გაიტაცა და 3 დღის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ჰყავდა დამწყვდეული. კრიმინალური ავტორიტეტი ბიზნესმენის ახლობლებისგან 500 ათას დოლარს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ მინაძე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ონიანის დაკავება მოხდა.  ტარილ ონიანი, იგივე ტარო ქალაქ ტყიბულში 1952 წელს დაიბადა. პირველი სასჯელი ონიანმა 17 წლის ასაკში მოიხადა, რის შემდეგაც ის კრიმინალური ავტორიტეტი გახდა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics