სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
23:42 - 24 May, 2019
2019-04-17 15:49:43, 1296 ნახვა
ნოტრ-დამის აღსადგენად ამ დროისთვის 1 მილიარდ ევრომდეა შეგროვილი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შემოწირულობებმა უკვე 1 მილიარდ ევროს მიაღწია, - ამის შესახებ France Press იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე ამ დროისთვის 880 მილიონი ევროა ჩარიცხული. თანხები ძირითადად მსხვილმა კომპანიებმა და ბიზნესმენებმა გადარიცხეს. 

თანხა გადარიცხეს ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა, როგორებიცაა Apple, L'Oreal, Chanel, Dior და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ნოტრ-დამში 15 აპრილს გაჩნდა. მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. ხანძრის შედეგად ტაძარი ნაწილობრივ განადგურდა და როგორც მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, მის აღდგეს წლები დასჭირდება. 

ცნობისთვის, ფრანგი მილიარდერი და კომპანია Kering-ის ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო ხანძრისგან დაზიანებული ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. პინოს გარდა ნოტერ-დამის აღდგაში თავის წვლილს კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy-ის მფლობელი ბერნარ არნოც შეიტანს. არნო ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს.  

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics