10:07 - 24 Apr, 2019
2019-04-16 09:55:27, 397 ნახვა
პოლიციამ თბილისში „ლიბერთი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ი.გ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ ბრალდებული ფონიჭალაში იმ დროს დააკავა, როდესაც იგი „ლიბერთი ბანკის" ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics