16:59 - 21 Apr, 2019
2019-04-15 17:17:40, 311 ნახვა
შაქარიშვილი: ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე არ არის - ივანიშვილმა მას ყური ერთხელ უკვე აუწია

ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე არ არის და მის ადგილზე ამ ველზე არ შევიდოდი - ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური ერთხელ უკვე აუწიეს, - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

ვახტანგ შაქარიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე აღნიშნა მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ რეიტინგმა შესაძლოა მხოლოდ 3% შეადგინოს.

 „ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და მე მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია არ შევიდოდი.თანაც ჩვენ ვიცით, ბატონო ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური უკვე აუწიეს ერთხელ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიპით გაგრძელებული მოატყუა, მეც იქ ვიყავი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბში,როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში. ინტელექტუალურ კრიზისში არიან იმ ოთახში, სადაც ეს მესიჯბოქსი იწერება, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ხელისუფლებაში ვიყავი და წავედი ოპოზიციაში, ეს არის პოლიტიკური ინტერესი?-ცოტა ტვინი მიატანონ რასაც ლაპარაკობენ“, -  განაცხადა შაქარიშვილმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics