10:11 - 24 Apr, 2019
2019-04-15 16:46:09, 368 ნახვა
ბახტაძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კატასტროფული სიტუაციაა

„სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კატასტროფულია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუმინეთის პრემიერთან, ვასილიკა-ვიორიკა დენჩილასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის მიზანი სწორედ ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაა.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოში არსებული ძალიან  მტკივნეული გამოწვევები. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კატასტროფულია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ, მეგობრებთან ერთად, მომზადებული გვაქვს სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია, შევაჩეროთ ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა. რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

ჩვენ განუხრელად ვასრულებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდში დგომისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწორედ ჩვენს რუმინელ მეგობრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუციისათვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics