08:31 - 20 Apr, 2019
2019-04-15 12:34:12, 326 ნახვა
კობახიძე „დაიცავი საქართველოზე“: ამ სახეებით, ბუნებრივია 3%-მდე ასვლა ძალიან რთულია

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით "დაიცავი საქართველო" არჩევნებზე 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს. 

ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი დემოკრატიის განვითარებაში წვლილს ვერ შეიტანენ. 

“3 %-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პარტიები, უფრო მარტივია 3%-იანი ბარიერის გადალახვა, ვიდრე 5%-იანის, აქედან გამომდინარე არის ეს ინტერესი. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას. თუმცა ასეთი სახეებით ბუნებრივია ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. ზოგადად საერთო სურათს თუ ვნახავდით, ლიდერებს, რომლებიც იყვნენ დარბაზში წარმოდგენილი, ცალსახაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუსით იწყებ, ამ სახეებით, ბუნებრივია 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მე არ მინდა სიღრმეში შევიდე, რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ჭარბობს ხოლმე სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით, ამის ნაკლებობა იქ არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს ინტერესებშია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ჩამოყალიბდეს. გაჩნდეს ახალი პარტიები, დღეს არის ოპოზიციაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარება. თითქმის მონოპოლიზებული აქვს ოპოზიციური ნიშა „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ პარტიას, რომელსაც აქვს უმძიმესი წარსული. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების გაჩენა, რომელიც ამ ნიშას წაართმევს ასეთ პოლიტიკურ ძალას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მივესალმებით, ნებისმიერი ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის გაჩენას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთი პარტიები სამწუხაროდ წინ ვერ წავა", - აღნიშნა კობახიძემ. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics