08:32 - 20 Apr, 2019
2019-04-15 12:30:56, 258 ნახვა
ოხანაშვილი: ბოკერია სასამართლო სისტემასა და NGO-ების ინტერესებს რომ იცავს აბსურდი და ნონსენსია

 „უკაცრავად, რა შეძახილებია? ცოტა თავი გააკონტროლეთ ძალიან გთხოვთ და გააცნობიერეთ, სად იმყოფებით! – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პროტესტი ტაშითა და შეძახილებით გამოხატეს.

ოხანაშვილმა ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას მიმართა და განაცხადა, რომ ის რომ ბოკერია არასამთავრობო სექტორის დამცველია, აბსურდი და ნონსენსია.

„უკაცრავად, რა შეძახილებია? ცოტა თავი გააკონტროლეთ ძალიან გთხოვთ და გააცნობიერეთ, სად იმყოფებით. თუ ვინმეს იმისი უნარი არა გაქვთ, აქ შეძახილებისა და ტაშების გარეშე ისხდეთ, მაშინ გაბრძანდით და იქ დაუკარით, სადაც შეგიძლიათ ტაშიც და შეძახილებიც. არ არის სწორი საქციელი. ბატონი გიგა ბოკერია არასამთავრობოების ინტერესებს რომ იცავს, ეს კიდევ ახალი მოვლენაა. ბატონ გიგას რომ გაეღვიძა დღეს და სასამართლო სისტემის დამცავია, ეს არის აბსურდი და ნონსენსი. თქვენ თავს აძლევთ იმის უფლებას, რომ სასამართლო სისტემის დაცვაზე გვესაუბროთ. კარგით, დამშვიდდით, დაწყნარდით. ვიცი, რომ თქვენ გინდათ, ეს პროცესი გაიწელოს. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ რომ იცოდეს, თქვენ შინაარსობრივი საკითხები არ გაქვთ და თუ გაქვთ, დავსხდეთ, გამოვალ აქ ტრიბუნასთან, ვისაუბროთ და გამოჩნდება, რა არგუმენტები გაქვთ და როგორი წონადია თქვენი არგუმენტები. საზოგადოება გადაწყვეტს მერე ამას და მოდით, ნუ გაურბიხართ ამ დებატს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics