08:28 - 20 Apr, 2019
2019-04-15 12:18:26, 295 ნახვა
შავგულიძე: უმრავლესობის კანონპროექტი „მოსამართლეთა კლანს“ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უტოვებს

უმრავლესობის კანონპროექტი იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ მოსამართლეთა კლანს უტოვებს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში შალვა შავგულიძემ განაცხადა.

როგორც მან განაცხადა,  მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ინიციატივა, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემას ვერ პასუხობს.

ამასთან შავგულიძე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომას ესწრება.

„მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის კანონპროექტი, სინამდვილეში  ისევ იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ მოსამართლეთა წევრთა კლანს უტოვებს ერთპიროვნული და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რომ მხოლოდ საკუთარი სურვილისამებრ წარადგინონ კანდიდატები და ვერავითარი გარეშე ჩარევა მათ ნებაზე ვერ ახდენს გავლენას“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics