16:24 - 21 Apr, 2019
2019-04-15 11:55:09, 344 ნახვა
ვოლსკი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოში, რაც არის სტანდარტი

ოპონენტები უხეშ შეფასებებს აკეთებენ და დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება მიხედვა სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოში, რაც არის სტანდარტი

„ძალიან უხეში შეფასებები კეთდება ჩვენი ოპონენტების მიერ და ძალიან დიდი დეზინფორმაცია მოდის საზოგადოებაში. ეს როგორმე უნდა გამოსწორდეს და ვფიქრობ დღევანდელი კომიტეტი ამას კარგ სამსახურს გაუწევს. კომიტეტი რეგლამენტის მიხედვით დღეს იმართება, პარასკევს იქნება მეორედ მოსმენა და ამ პერიოდში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნები. რასაკვირველია, ეს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინო ეს სამუშაო პროცესია. რეკომენდაციებიც უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოში, რაც არის სტანდარტი და არ უნდა გამოდიოდეს იმ ფორმატიდან, რომელსაც ჰქვია სამართლებრივი შეფასებები და სამართლებრივი რეგულაციები“,  - განაცხადა გია ვოლსკიმ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics