08:32 - 20 Apr, 2019
2019-04-15 11:37:06, 291 ნახვა
„რა გგონიათ, ვენეციის კომისიის დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ, კომისიის წევრები წმინდა მარკოსის მოედანზე თავს დაიწვავენ?!“

გგონიათ, ვენეციის კომისიის დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ, კომისიის რომელიმე წევრი წმინდა მარკოსის მოედანზე თავს დაიწვავს? - ამ სიტყვებით ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობამ ვენეციის კომისია ფორმალურად მოიწვია და მისი დასკვნის გაზიარებას, არ აპირებს.

„თქვენი კანონპროექტის წინააღმდეგ არსებობს სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ ეს კანონპროექტი დააკანონებს ქვეყანაში ძალიან დიდი ხნით „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს“. მაინტერესებს პოლიტიკური გადარჩენის ინსტინქტი მაინც არ გაქვთ, რომ ამ საზოგადოებრივი კონსენსუსის წინააღმდეგ დღეს ფორსირებულად გვაიძულებთ ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაველოდოთ და ისე მივიღოთ კომიტეტზე ეს კანონპროექტი. რას მოელით, რომ ვენეციის კომისია რას გააკეთებს? მათ დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ რომელიმე ვენეციის კომისიის წევრი წმინდა მარკოსის მოედანზე თავს დაიწვავს? ჩამოვიდა ეს ხალხი, გითხრათ რომ ფორმალობა არის აქ ჩვენი მოწვევა, რადგან ჩანიშნული გაქვთ შემდეგი მოსმენები არ გაინტერესებთ ჩვენი აზრიო და დღეს ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებთ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.  




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics