16:22 - 21 Apr, 2019
2019-04-15 10:57:09, 257 ნახვა
პოლიციამ თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ვ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ. ჩ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბრალდებულები თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის ერთ-ერთი აპარატიდან თანხის მოპარვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ისინი ადგილზევე დააკავა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics