08:31 - 20 Apr, 2019
2019-04-13 17:51:12, 444 ნახვა
უსუფაშვილი - „ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით და არა ნაციონალური რევანშით

 „ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით და არა ნაციონალური რევანშით, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „დაიცავი საქართველოს“ შეკრების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა თანამშრომლობას „დაიცავი საქართველოსთან“ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „შენების მოძრაობა“ ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

„20-ზე მეტი პოლიტიკური ძალა ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. იქ არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ნატო-ს კურსში ეჭვის შემპარველი ხალხიც და ბევრი სხვა, მაგრამ გვაერთიანებს ის, რომ პროპორციულ არჩევნებს ვითხოვთ ყველას. თუ ამ პოლიტიკურ პროცესს შემოუერთდება ახალი სუბიექტი, ის თავად განსაზღვრავს თავის პოზიციონირებას და თავის ადგილს. საქართველოს სჭირდება დაცვა ივანიშვილის და სააკაშვილის დამანგრეველი ურთიერთქიშპობის და ამ მოჯადოვებული წრისგან. „შენების მოძრაობამ“ ორი წლის წინ გამოაცხადა, რომ „ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაცმოძრაობით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics