08:53 - 20 Apr, 2019
2019-04-13 15:59:04, 417 ნახვა
ლევან გოგიჩაიშვილი - ეროვნული ამოცანაა ივანიშვილი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ ენმ არ დაბრუნდეს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მან თანამოაზრეებთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა არა კობახიძის, არამედ ივანიშვილის გამო დატოვა.

მისივე თქმით, ეროვნული ამოცანაა, ისე ჩამოაშორონ ივანიშვილი ხელისუფლებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს.

„რაც ვთქვი, რის გამოც დამიჭირა  მხარი საბურთალოს მოსახლეობამ, ისევ იმ იდეალებზე ვდგავარ. ისინი დაშორდნენ მოსახლეობას, ისინი დაშორდნენ ხალხს, ამომრჩევლებს. მართლა გგონიათ, რომ კობახიძის ან ხელის ბიჭების გამო დავტოვეთ უმრავლესობა? რა თქმა უნდა არა,უმრავლესობა დავტოვეთ ბიძინა ივანიშვილის გამო. ბოლო დღემდე იმედს ვიტოვებდით, რომ დაფიქრდებოდა ეს ადამიანი, შეცვლიდა თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ მან ეს ყველაფერი იმედის პირდაპირ ეთერში გააფორმა. შესაბამისად, დღეს დგას ასეთი ამოცანა, ეს ადამიანი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს. ეს არის ეროვნული ამოცანა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics