16:23 - 21 Apr, 2019
2019-04-13 15:54:14, 453 ნახვა
შაქარიშვილი: ხალხი, ვის კისერზეც ოჯახური ტრაგედიებია, დღეს სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს

ის ხალხი, ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, დღეს სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა მოძრაობის „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს პოლიტიკაში კეთილსინდისიერება, პატიოსნება, კომპეტენცია უფრო ბარიერი გახდა დღეს, ვიდრე ხელისშემწყობი ფაქტორი.

 „რა რეალობაში ამოვყავით თავი 7 წლის შემდეგ - ის ხალხი, რეალურად, ვისთანაც იყო დაკავშირებული უამრავი უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში დევნიდა, დღეს ის ადამიანები სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და განგაშის მომცემი სიმპტომი, რადგან მცდელობაა გადაიხედოს მარადიული ღირებულებები და ფასეულობები - სასამართლოში, პარლამენტში, ზოგადად, პოლიტიკაში კეთილსინდისიერება, პატიოსნება, კომპეტენცია უფრო ბარიერი გახდა დღეს, ვიდრე ხელისშემწყობი ფაქტორი. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics