16:43 - 21 Apr, 2019
2019-04-13 15:15:43, 454 ნახვა
ზაურ დარგალი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, ლამაზი და განვითარებული

„გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი საერთო სახლი მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, ლამაზი და განვითარებული“, - ასე მიმართა მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა საკუთარ მხარდამჭერებს.

მან „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები უფრო მაღალი ტემპით განხორციელდება.

„მადლობა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. მიხარია რომ ამდენი ადამიანი ვართ დღეს აქ. ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა. ეს არის ჩვენი ერთობის მესიჯი მთელი საქართველოსთვის.

ჩემო მეგობრებო, მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი. მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე როგორც ამ ოჯახის შვილი გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული.

ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში. ჩვენ მოვალთ ყველა სოფელში და თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო ჩართულობით ავაშენებთ უფრო  ძლიერ მარნეულს,  ავაშენებთ უფრო ძლიერ  სოფელს და ძლიერი სოფლის იდეა, ძლიერი სოფლის მიზანი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს, ჩვენ დავიწყებთ აქედან, ჩვენ დავიწყებთ ერთად, მერნეულიდან.

იმ პროექტებს, რომელიც წლებია ხორციელდება, ჩვენ მივუდგებით უფრო დიდი ტემპებით. უფრო ძლიერად, ერთად და ერთად დგომით გავაგრძელებთ ამ ყველაფერს. მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენი ოჯახის წევრი.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს ჩემი მშობლიური მხარე, სადაც დავიბადე , სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, სადაც იზრდება ჩემი ორი გოგო 4 წლის და 2 წლის,  დენიზი და ადა. თქვენს  ბავშვებთან ერთად დადიან ბაღში, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას“, რომ მომეცა შესაძლებლობა ახალგაზრდა კაცს, რომ უშუალოდ ვიყო ჩართული ჩვენი რაიონის მშენებლობის პროცესში“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics