16:21 - 21 Apr, 2019
2019-04-13 15:01:43, 561 ნახვა
ფილარმონიაში მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ შეხვედრა მიმდინარეობს

ფილარმონიაში მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ შეხვედრა მიმდინარეობს.   

მოძრაობის შეხვედრას საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები ესწრებიან.

მათ შორის, ფილარმონიაში მმართველი გუნდის ყოფილი წევრები, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი მივიდნენ.

შეხვედრაზე იმყოფება საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, რომელმაც პარასკევს „ქართული ოცნება“ ვატო შაქარიშვილთან ერთად დატოვა.

როგორც „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებელმა, დავით მაღრაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას არ აპირებს და მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობის ფარგლებში დარჩება.

„შანსი ალბათ არსებობს, მაგრამ მე პირადად მაქვს გამოცხადებული შეკრება საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს” იდეის ქვეშ. მე ვრჩები საზოგადოებრივ მოძრაობაში. არ ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას, საპარლამენტოს და პარტიულს და ისე, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ მოძრაობასაც აქვს გავლენა ცხოვრებაზეც და პოლიტიკაზეც“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics