08:30 - 20 Apr, 2019
2019-04-13 10:12:13, 375 ნახვა
პოლიციამ ძალადობის და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და მუქარის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ვარდების ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. დ.ნ.-ს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„გამოძიება ძალადობის და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics