09:00 - 20 Apr, 2019
2019-04-12 19:47:58, 371 ნახვა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულის მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულის მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი წარადგინა.

მუსტაფაევი მხარდამჭერებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა - გრიგოლ ვაშაძემ და ნიკა მელიამ გააცნეს.

„დღეს შევდივართ ახალ საარჩევნო კამპანიაში. მარნეულში გვყავს არაჩვეულებრივი, ახალგაზრდა კანდიდატი. ის არის  ახალგაზრდა თაობის ადამიანი, რა თვალსაზრისითაც არ უნდა შეხედოთ. გინდათ როგორც საქართველოს მოქალაეს, გინდა როგორც აზერბაიჯანის მოქალაქე. რაც მთავარია, აგილ მუსტაფაევი წარმოადგენს იმ ძალას, სადაც შეკრებილია არიან პროფესიონალები, ისინი ვისაც საქართველოს ამოყვანა შეუძლია კორუფციის უძრაობის, ეკონომიკური დაღმასვლის და მასობრივი ემიგრაციის პირობებიდან. ყველაზე მეტად ამ ახალგაზრდაში ის მომწონს, რომ მისი არც შეშინება შეიძლება, არც მოსყიდვა. იმუშავებს მოქალაქეებისთვის და არასოდეს არ დაუშვებს კორუფციას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

თავის მხრივ, აგილ მუსტაფაევმა პარტიის ლიდერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ მარნეულში ნეპოტიზმს, კორუფციას და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ეს გამარჯვება იქნება არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი მარნეულის გამარჯვება“, - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics