16:47 - 21 Apr, 2019
2019-04-12 17:43:59, 338 ნახვა
შალვა შავგულიძე იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ინიციატივით გამოდის.

საუბარია პარლამენტის მიერ არჩეულ საბჭოს სამ წევრზე- შოთა ქადაგიძეზე, ლევან გზირიშვილსა და ზაზა ხარებავაზე.

„საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს შექმნას კამუფლაჟი თითქოს ის  კრიტერიუმებს შეიმუშავებს. თუმცა,  პირველი მოსმენით მიღებული აქვს ისეთი კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც კვლავ იუსტიციის საბჭოში გაბატონებული კლანის პრეროგატივად აქცევს კანდიდატებს შერჩევას. ისინი ამოეფარებიან ფორმალურად, თითქოს უკვე არსებულ კრიტერიუმებს და პროცედურას, ამ დროს კი თვითნებურად  წარადგენენ მხოლოდ მათთვის სასურველ წევრებს. ეს კანონი გარედან ჩარევის მექანიზმს არ ითვალისწინებს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics