08:59 - 24 Apr, 2019
2019-04-12 17:18:25, 567 ნახვა
თბილისის შემდეგ, ამობრუნებული მანქანის ინსტალაციები ხაშურშიც გამოჩნდა

თბილისის შემდეგ ამობრუნებული მანქანის ინსტალაციები უკვე ხაშურშიც გამოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ინსტალაცია ხაშურის შესასვლელში, სოფელ გომში დაიდგა.

ხაშურის მერიის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, ინსტალაციები მერიასთან არ შეთანხმებულა, რადგან აღნიშნულ ადგილზე რაიმეს განთავსების უფლების გაცემა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილებაა.

"ექსპრესნიუსი" საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური ნებართველოს სამმართველოს უფროსს ზურაბ ლებანიძეს დაუკავშირდა. ლებანიძის თქმით, ამ ტერიტორიაზე ბანერის დადგმაც კი, აკრძალულია და ამობრუნებული მანქანების ინსტალაციების შესახებ მათ ნებართვა არ გაუციათ.

შეგახსენებთ, რომ ამობრუნებული მანქანის ინსტალაციები თბილისის სხვადასხვა უბნებში ( ვაკის პარკთან, საბურთალოს რაიონში და პეკინზე) უკვე დგას.

 

ფოტო: imedinews.ge

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics