08:40 - 20 Apr, 2019
2019-04-12 17:08:57, 352 ნახვა
ფინანსთა მინისტრის მოადგილეები სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლერი ბარნაბიშვილი და ლაშა ხუციშვილი   სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს უფროსს, ედვარდ ჰოვანისიანს შეხვდნენ.

თბილისში მათი სამუშაო ვიზიტის მიზანია, ეკონომიკური, ფინანსური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შედეგად, ორივე ქვეყნის შესაბამისი სამსახურების ეფექტიანობის გაზრდა.  

ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა სომეხ კოლეგებს გააცნეს აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. საუბარი, ასევე, შეეხო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ რეფორმებს.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით საგამოძიებო სამსახურების ეფექტიან მუშაობას, ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ თანამედროვე მეთოდების, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე, პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების იმედი გამოთქვეს.

 

 

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics