08:30 - 20 Apr, 2019
2019-04-12 15:50:59, 378 ნახვა
კოჯორში გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად საყრდენი კედელი შენდება

კოჯორში, სკოლის ქუჩაზე, სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, 90 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი შენდება.

კედლის მოწყობის სამუშაოებს მთაწმინდის გამგეობა აფინანასებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 137 593 ლარი დაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში, არსებული, დაზიანებული კიბის ნაცვლად, ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის ახალი კიბე, კედლის მთელ პერიმეტრზე კი ლითონის მოაჯირი და მავთულბადის ღობე დამონტაჟდება.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია „ინსტალ+“ ასრულებს, რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

„მთაწმინდა რელიეფურად რთული რაიონია და გამგეობისთვის პრიორიტეტულია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც მოსახლეობის დაცულობას და ზოგადად, უსაფრთხო გარემო პირობებს უზრუნველყოფს. გასულ წელს, რაიონში გრუნტის დამჭერი 20-ზე მეტი კედლის მშენებლობა განვახორციელეთ და მიმდინარე წლისთვისაც იგეგმება მსგავსი მასშტაბური კედლების მშენებლობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად, წლის დასაწყისიდან გამგეობამ რაიონში სამი საყრდენი კედლის მშენებლობა უკვე დაასრულა, სკოლის ქუჩაზე კედლის მშენებლობა კი თვის ბოლოს დასრულდება.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics