16:50 - 21 Apr, 2019
2019-04-12 15:40:10, 400 ნახვა
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა

სოფიო ჯაფარიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 „ძვირფასო მეგობრებო/კოლეგებო, გაცნობებთ რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის პოზიციას. (მალე გაცნობებთ საით გამიწევია.)

მანამდე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი, რა პოზიციაზე, ა.შ) წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის. იგივე ეხება ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა“, - წერს ჯაფარიძე.

პრემიერის უკვე ყოფილი თანაშემწე თანამდებობის დატოვების მიზეზებს არ განმარტავს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მას, ვინც ამ საქმიანობას გადაიბარებს, სახელმწიფო მეტი რესურსით უზრუნველყოფს.

„მიუხედავად იმისა რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა რომ ის ადამინი ვინც გადაიბარებს ჩემს საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური ისე ფინანსურით) იმისათვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება.

ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია რომ სხვადასხვა სახის გამოწვევბს უბრალოდ ვეღარ გავუმკავდებოდი, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე (cause) ყველაფერს გაუმკლავდები. (ბუნებრივია იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებსაც ზევით მადლობა გადავუხადე).

არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას თუ რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე, ამას თქვენ უკეთ შეაფასებთ და დროც თავისას იზამს. გარდა ამისა, ნამდვილად მეუხერხულება საკუთარ თავზე საუბარი, ვფიქრობ ეს ის ნაწილია, რომელიც სხვებს უნდა ვანდო.

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა : ძალიან მნიშვნელოვანია თვითკრიტიკულობა, გუნდური სულისკვეთება, კარგი კოორდინაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა გამოწვევებისთვის თვალის გასწორება. ნამდვილად არ არის დრო არაჯანსაღი კონკურენციისთვისა და ინდივიდულური პიარისთვის. არ არის აუცილებელი ყველას ერთმენთი მოგვწონდეს (აქაც ისევ ყველა სექტორში დასაქმებულ ადამიანს ვგულსხმობ) და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, თუმცა აუცილებელია კონსტრუქციულობა და ერთმანეთის პატივისცემა ( რასაც ბუნებრივია დამსახურება ჭირდება). იმედი მაქვს რომ თქვენი პატივისცემა დავიმსახურე”, - წერს სოფო ჯაფარიძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics