16:59 - 21 Apr, 2019
2019-04-12 12:22:14, 497 ნახვა
TI - გამოკითხულთა აზრით, ოთარ ფარცხალაძე ხელისუფლების მფარველობით სარგებლობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ის რესპონდენტები, ვისაც ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალძის შესახებ სმენია, მეტწილად იზიარებენ იმ მოსაზრებებს, რომ ის კორუფციულ გარიგებებშია ჩართული, სარგებლობს ხელისუფლების მფარველობით და ინარჩუნებს გავლენას პროკურატურაზე.

გარდა ამისა, გამოკითხული მოსახლეობის 42% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს. ხოლო 31% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს.

ამასთან, გამოკითხულთა აზრით, პროფესიონალიზმი კვლავაც არ წარმოადგენს საჯარო სამსახურში დასაქმების მთავარ კრიტერიუმს. რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი (31%) საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად ნაცნობობას მიიჩნევს.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში კვლევა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო  ცდომილების ზღვარი +-  2.3 პროცენტის ფარგლებშია.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics