08:29 - 20 Apr, 2019
2019-04-12 11:50:17, 398 ნახვა
ცქიტიშვილი ენმ-ს წევრების დაკავებაზე: ეს არ არის ოპონენტების დევნა - ოპოზიციის დევნა 2012 წლამდე გვაქვს ნანახი

ეს არ არის ოპონენტების დევნა - ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი  ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავების ფაქტს.

როგორც მან განაცხადა, ოპოზიციის წევრები პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და ამას პოლიტიკურ დევნასთან კავშირი არ აქვს.

 „მე როგორც ვნახე გუშინ განმარტება და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა განმარტება ამასთან დაკავშირებით  პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო იქნა დაკავებული და მე მგონი ერთ საათში თუ უფრო ნაკლებ დროშიც კი იყვნენ გათავისუფლებულები. ასე რომ ოპოზიციის დევნა ჩვენ  გვაქვს ნანახი 2012 წლამდე და თუ შეადარებთ ამ ყველაფერს ნათელი გახდება რომ არავითარ დევნას ადგილი არ აქვს“, - განცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics