08:31 - 20 Apr, 2019
2019-04-11 19:01:52, 519 ნახვა
თეა წულუკიანი - პატარა საქართველო ძალიან დიდ თანხას ნებაყოფლობით ჩადებს ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას გამოეხმაურა და მას შთამბეჭდავი უწოდა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პრემიერმა იმ რეფორმების შედეგები აჩვენა წევრი ქვეყნების დეპუტაციებს, რომელიც საქართველოს აქვს.

მან ასევე ხაზი გაუსვა ბახტაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო, პირველად მისი წევრობის ისტორიაში, „ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში“ დიდ თანხას ჩადებს.

 „ფორუმი, რომლის წინაშეც წარდგა პრემიერ-მინისტრი, არის ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, სადაც წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული საპარლამენტო დელეგაციები იღებდნენ მონაწილეობას, ანუ პოლიტიკოსები. ეს პოლიტიკოსები იყოფიან სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფად და, რა თქმა უნდა, პრაქტიკა არის ასეთი, რომ ქართველ დეპუტატებს ან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ სთხოვონ ამა თუ იმ კითხვის დასმა. ეს არის მიღებული პრაქტიკა. ამაში არც უხერხულია რაიმე, არც მიუღებელი და განსაკუთრებული. მთავარი არის ის, რომ მამუკა ბახტაძის გამოსვლა იყო შთამბეჭდავი. შთამბეჭდავი იყო იმითაც, რომ მან რეალურად იმ რეფორმების შედეგები აჩვენა წევრი ქვეყნების დეპუტაციებს, რომელიც საქართველოს აქვს; აჩვენა ის, რომ საქართველო პროგრესის გზაზე დგას და ამას აღიარებს ყველა, რაც უნდა კრიტიკულად განწყობილი ევროპელი პოლიტიკოსი იყოს. ამას აღიარებენ ევროპის საბჭოს სტრუქტურები და ამას მოწმობს, ელემენტარულად, ციფრები, თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრებისა.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პირველად მას შემდეგ, რაც ჩვენ გავწევრიანდით ევროსაბჭოში, განაცხადი გააკეთა ისეთი, როგორსაც აკეთებენ დიდი ქვეყნები. ეს − თითქოს შეუმჩნევლად შეეცადა ზოგიერთი, რომ გაეტარებინა. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, როდესაც პატარა საქართველო, პირველად მისი წევრობის ისტორიაში, ძალიან დიდ თანხას ნებაყოფლობით ჩადებს ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში. ამას სხვაგვარად არ ჰქვია, რადგან დიდმა ქვეყნებმა მას შეუწყვიტეს დაფინანსება. საქართველო არის დემოკრატიის გზაზე მდგარი ის ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპის საბჭოს მსგავს ღირებულებებზე დაყრდნობილ სტრუქტურებს არ შეექმნას ფუნქციონირების პრობლემა.

ეს იყო ისტორიული განცხადება, ეს იყო ისტორიული ფაქტი და მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენ ხაზი გავუსვათ, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყანა დიდი ქვეყნის და კიდევ უფრო მნიშვნელოვან კონტრიბუციას იღებს, რომ გადაარჩინოს ევროპული სტრუქტურა", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics