16:50 - 21 Apr, 2019
2019-04-11 17:01:15, 559 ნახვა
უცხო ენების საგამოცდო ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელის რუსუდან ტყემალაძის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენების ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება.

როგორც ტყემალაძემ განმარტა, ამ ცვლილების შედეგად, მაქსიმალური ქულის რაოდენობა 90-ის ნაცვლად 80 იქნება. 

„ეს იყო ტრადიციული მერვე დავალება, რაც აღარ იქნება. ეს დავალება ამოწმებდა გრამატიკული წესების ცოდნას. რადგანაც ეს არის ამბიციური ტესტი, საუნივერსიტეტო ტესტი, აკადემიურ სივრცეში უნდა გამოადგეს აბიტურიენტს, ამიტომ სასურველია, შემოწმდეს არა გრამატიკული წესების ცოდნა, არამედ ამ წესების გამოყენების უნარი სხვა დავალებების საშუალებით, როგორიც არის წერა. ტესტში ორი წერის დავალებაა და მთელი ყურადღება ამაზე გადავა. ამან გამოიწვია ის ცვლილება, რომ დაიკლო მაქსიმალური ქულის რაოდენობამ 90-დან 80-მდე. მაქსიმალური ქულა უცხო ენებში 80 იქნება, შესაბამისად, გამსვლელმა ზღვარმაც დაიკლო“, - აღნიშნა რუსუდან ტყემალაძემ. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics