16:34 - 21 Apr, 2019
2019-04-11 16:13:44, 659 ნახვა
ინგუშეთში დათვი რესტორნიდან გაიქცა და 2 ადამიანს თავს დაესხა

ინგუშეთის რესპუბლიკის ქალაქ კარაბულაკში დათვი რესტორნიდან გაიქცა და ადამიანებს თავს დაესხა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

„დათვი ქალაქის პარკში მდებარე ერთ-ერთი კერძო რესტორნის ტერიტორიაზე, გალიაში ცხოვრობდა. იქ კიდევ რამდენიმე ცხოველი ჰყავთ“, - განაცხადეს კარაბულაკის ადმინისტრაციაში.

მედია საშუალების ინფორმაციით, დათვი რესტორნიდან 10 აპრილს გაიქცა და 2 ადამიანს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა დათვი მოკლეს. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics