08:31 - 20 Apr, 2019
2019-04-11 15:23:32, 454 ნახვა
ზარდიაშვილი: საზოგადოება „ბესელიობანათი“ დაიღალა

საზოგადოება „ბესელიობანათი“ დაიღალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საზოგადოებას მასსა და ეკა ბესელიას შორის არსებული დაპირისპირების გამო ბოდიში მოუხადა.

„ბოდიშს მოვუხდი, როგორც ჟურნალისტებს, ასევე საზოგადოებას იმიტომ, რომ „ბესელიობანით“ საზოგადოება დაიღალა. არ ვაპირებ მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას და ვიქნები საქმეზე ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2"-ს უნდა, რომ რატომღაც ქალბატონმა ეკა ბესელიამ იტივტივოს პოლიტიკურ ველზე, მე გეუბნებით თქვენც, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, თუნდაც იმ მოვლენებზე, რაც ჩემსა და ბესელიას შორის ხდებოდა. საზოგადოება დაღლილია ბესელიათი და მსგავსი პოლიტიკური ფიგურებით“, -განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

 

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics