09:12 - 20 Apr, 2019
2019-04-11 15:16:38, 561 ნახვა
გიორგი გახარიას ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ჯეკ შეფერდის ექსტრადირებისთვის ​მადლობას უხდის

დიდი ბრიტანეთის საგრეო საქმეთა მინისტრი, ჯერემი ჰანტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე, ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ჯეკ შეფერდის ბრიტანეთში ექსტრადირების საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

ის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მადლობას უხდის. 

„ხშირად მიწევს საუბარი ბრიტანელების მიმართ ქვეყნის გარეთ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა, დღეს  ის მნიშვნელოვან დღეა, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ბრუნდება დიდ ბრიტანეთში, რათა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს - გიორგი გახარიას ჯეკ შეპარდის ბრიტანეთში ექსტრადირებისთვის“, - წერს ჯერემი ჰანტი თავის პოსტში.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის წინასაექსტრადიციო პროცედურები დასრულდა. ის ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს გადასცეს

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა.  უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

 

(NS)








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics