17:02 - 21 Apr, 2019
2019-04-11 14:51:20, 432 ნახვა
ისნის რაიონში 350 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი შენდება

ისნის რაიონს 350 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. მშენებლობის პროცესს თბილისისსაბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან, თამარ ტალიაშვილთან და ნინო ლაცაბიძესთან  ერთად ნავთლუღის ქუჩის N8-ში გაეცნო. 

სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებაში 11 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება და 7-მდე ადამიანიდასაქმდება. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. 
„ისნის რაიონში საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არსებული რაოდენობა კი ამ მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს. ნავთლუღის ქუჩის გარდა, კიდევ ერთი ბაღი ქინძმარაულის ქუჩაზე აშენდება, ხოლო სულ დედაქალაქის მასშტაბით, ამჟამად 10 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე თვეში საშუალება ექნება დაარეგისტრირონ ბავშვები ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე ახალ საბავშვო ბაღში, რაც უამრავი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

მშენებლობას კომპანია „ინდივიდ-პარტნიორი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 2 777 000 ლარია და მისი დასრულება 9 თვეში იგეგმება.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics