09:06 - 20 Apr, 2019
2019-04-11 12:22:33, 410 ნახვა
ლევან იზორია ხორვატიაში, ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენის ფარგლებში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ  სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენის ფარგლებში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს ხორვატიის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან და თავდაცვის მინისტრთან დამირ კრსტიჩევიჩთან შეხვედრით დაიწყებს. საზღვაო ძალების შტაბბინაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ კოლეგები  შეხვედრას გამართავენ და საქართველოსა და ხორვატიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე იმსჯელებენ.

შეხვედრის შემდეგ მინისტრების მიერ  ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება იგეგმება, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს, მათ შორის სამხედრო განათლების კუთხით და მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობით.

ქალაქ სპლიტში ვიზიტის დასასრულს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენას - ASDA 2019 დაესწრება.   

 

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics