08:35 - 20 Apr, 2019
2019-04-11 09:12:31, 411 ნახვა
პრემიერი: საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი, ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია

საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის პროექტს და მისთვის პრიორიტეტია, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ პროექტის რეალიზაცია.

„პირადად მე ძალიან დიდი დრო მაქვს დახარჯული მოლაპარაკებებში, რომ ეს პროექტი შემდგარიყო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროექტს. ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ ის, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ პროექტის რეალიზაცია. ამასთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics